ინტერსტელარი ( ანუ თუ ვერ გაიგე , შეგიძლია ეს წაიკითხო) ნოლანის ფილმია, მაინც ვერ გაიგებდით : D

0
პირველად უნდა ავხსნათ ის კონცეფციები რაზეც ნოლანმა ინტერსტელარი ააგო.დავიწყოთ ჭიის ხვრელებით, ეს არის ისეთი ხვრელები რომელთა საშუალებით შესაძლებელია შორს მანძილზე არსებული სივრცეები დაკავშირება.დღევანდელი სამყაროს მოდელი, დაფუძნებულია აინშტაინის ფარდიბითიბის თეორიაზე. ეს უშვებს ჭიის ხვრელების არსებობას, მაგრამ დღესდღეისობით არცერთი არაა აღმოჩენილი. ფარდობითი დრო, ერთ პლანეტაზე დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე სხვა ოლანეტაზე. მასიური ობიექტების გასწვრივ დრო უფრო ნელა მიედინება.დრო არის არა აბსტრაქტული ცნებები, არამედ სრულია ჩვეულებრივი , რეალური ფიზიკური კატეგორიები.დრო საერთოდ არ გადის, დრო არის მოცემულობა სადაც ჩვენ ვარსებობთ.კუპერის პლანეტა შავი ხვრელის მეზობლად იყო, შესაბამისად იქ მოქმედებდა შავი ხვრელის მასის მიერ გაწელილი დრო და კუპერის ერთი მომენტი მეორე მომენტისგან უფრო მეტად იყო დაშორებული, ვიდრე ეს დედამიწაზე იქნებოდა. 1 წუთი უდრიდა 7 წელიწადს დედამიწაზე. შავი ხვრელი, ეს სულაც არაა დიდი შავი სფერო ;) . ის სიშავე რაც მას გარედან აკრავს , არის არა ფიზიკური სხეული რისი ხელით შეხება შეგვიძლია, არამედ სივრცის ის ნაწილი რომელსაც უბრალოდ ვერ ვხედავთ. იმისთვის რომ რამე დავინახოთ , სინათლის წყაროდან წამოსული სხივი ჯერ ობიექტს უნდა მოხვდეს, შემდეგ აირეკლოს და ჩვენს თვალს მოხვდეს.აბსოლუტურად ნებისმიერ ვიზუალს ასე აღვიქვამთ. შავი ხვრელი , კი იმდენად ძლიერ მიზიდულობას ფლობს, რომ მისკენ გატყორცნილ სინათლის სხივს უკან აღარ უშვებს. აქ დროც უსასრულობამდე იწელება, არავინ იცის რა მოუვა ადამიანს ვინც აქ აღმოჩნდება. დიდი ალბათობით მოკვდება? მაგრამ ზუსტად მაინც არ ვიცით. ნოლანი სწორედ ამ ობიექტის იდუმალებას ეთამაშება. მას შემდეგ , რაც კუპერი შედის შავ ხვრელში, იგი არ იღუპება. არამედ იგი აღმოჩნდება ძალიან შორეული მომავლის ადამიანების მიერ აგებულ სტრუქტურაში, სადაც დროს აქვს სივრცის თვისებები. ჩვენ ვხედავჹ სამგანზომიკებიან სამყაროს, ანუ ჩვენ შეგვიძლია მოძრაობა ზემოთ და ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ და ნებისმიერი ხაზის მართებულად. არის კიდევ ერთი განზომილება, რომელიც არის დრო, რომელააც ვერ ვხედავთ , მაგრამ აღვიქვამთ. ეს არის 4 კოორდინატი, რომლითაც ჩვენ გზას ვიკვლევთ. ნებისმიერეი საგანი სამყაროში , წარმოდგენილია სამი სივრცითი და ერთი დროითი კოორდინატით. თუმცა დროსა და სივრცეს შორის განსხვავება ის არის , რომ სივრცის გამოსახულებაში ჩვენ თავისუფლად ვმოძრაობთ, გინდ მარჯვნივ წავალთ და გინ მარცხნივ. გინდა ახტები და აშ. აი დროში კიდევ სხვანაირადაა საქმე. ჩვენ მუდამ აწმყოში ვართ გაჭედილები. ხოლო წარსულთან და მომავალთან არ გვაქვს ისეთი წვდომა, როგორც მარცხნივ წასვლასა და მარჯვნივ წასვლასთან. სტრუქტურაში სადაც კუპერმა ამოყო თავი სწორედ ესაა შესაძლებელი. კუპერი აღარაა საკუთარ აწმყოში გაჭედილი, მას დროში შეუძლია გადაადგილება. და ეს ჩანს კიდეც. იგი ხან პატარა მერფს ხედავს , ხან დიდს. სტრუქტურა არ აძლევს კუპერს წარსულში ჩარევის უფლებას. რამეთუ იგი არ წავა კოსმოსურ ექსპედიციაში, კაცობრიობა ვერ გადარჩება. მორზეს კოდით წერს კიდეც სიტყვას , დარჩი. მაგრამ მცდელობა უშედეგოა. ამის შემდეგ იგი თანხმდება საკუთარი ინტერესების გვერდით გადადებაზე და ქოქავს მთელ მექანიზმს , რამაც აქამდე მოიყვანა. საკუთარ თავს წარსულში მორზეს ანბანით კარნახობს კოორდინატებს, მერფს საათი საშუალებით და ისევ მორზეს ანბანით იმ განტოლების ამოხსნას ეუბნება , დედამიწის ევაკუაციის პრობლემას ვერ ხსნის. ამის შემდეგ კაცობრიობა ახერხებს ევაკუაციას და ყველა ბედნიერია. მიზეზშედეგობრიობით რომ დავალაგოთ , შედგა შეკრული წრე. 2 შეკრული წრე. პირველში კუპერმა მიიღო კოორდინატები, რომლებითაც მიაგნო ნასას საიდუმლო ბაზას, გაფრინდა კოსმოსში და შავ ხვრელში მოწყობილი სტრუქტურით, წასრსულში საკუთარ თავს დააძალა მთელი ამ გზის განხორცელება. ხოლო შვილს კაცობრიობის გადარჩენის გეგმა უკარნახა. მეორე წრეში კიდევ კაცობრიობამ რომელიც კუპერის წყალობით გადარჩა, ძალიან შორეულ მომავალში , შიგნით კუპერისთვის ააგო ისეთი სტრუქტურა , რომელში აღმოჩენის შედეგადაც კუპერმა შეძლო კაციბრიების გადარჩენის მისიის შესრულება. სიყვარულის ძალა , მაგაზეცაა ფილმი ???
0