ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება-ვაშაძე საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებაზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141626 ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება -ასე ეხმაურება "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატრიარქოს და მთავრობის ერთობლივ გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ვაშაძე შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. "ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა ხელისუფლება საკუთარ ადგილზე დგას და იცავს კონსტიტუციას. პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და პირადად გიორგი გახარია, რადგან ის არის პრემიერი, მთავარსარდალი. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა საპატრიარქოს მხრიდან. საშინელებაა რაც ხდება. ეს არის ენით აუღწერელი", - განაცხადა ვაშაძემ "ფორმულასთან" საუბარში.
0