გორში გარემოვაჭრეების დახლები ვადაზე ადრე დაშალეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141629 დღეს დილით გორში, ავტოსადგურის მიმდებარედ მოვაჭრეებს დახლები დაშლილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, დახლების დაშლა გუბერნატორის გადაწყვეტილებით მოხდა. მოვაჭრეები ცდილობენ აღადგინონ დახლები, თუმცა ადგილი პოლიციას აქვს შემოსაზღვრული და მათ იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ. , , მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას" - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.
0