მივმართავ არა ხელისუფლებას, რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია - ვაშაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141632 "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მომაკვდინებელი ვირუსის ფარულ და უკონტროლო გავრცელებაზე საუბრობს და მიზეზად მასობრივი დიაგნოსტიკა-ტესტირების არ არსებობას ასახელებს. მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით "ახალი საქართველოს" ლიდერი საპატრიარქოსა და მრევლს თხოვნით მიმართავს და სიფრთხილისაკენ და დროებით, ერჯერადად უმრევლო წირვის გამოცხადებისკენ მოუწოდებს, რადგან ვაშაძის თქმით საფრთხე რეალურია და ერთმანეთის გადარჩენისათვის სხვა არჩევანი დღეს არ არსებობს. „დღეს დიდი ხუთშაბათია საიდუმლო სერობისა ანუ პირველი საღვთო ლიტურგის დღე დედამიწაზე და სწორედ ამ დღეს მინდა მივმართო არა ხელისუფლებას რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოს. მეგობრებო ქვეყანაში დაწყებულია მომაკვდინებელი ვირუსის ფარული, მრავაჯერადი, უკონტროლი გავრცელება და რადგან მასობრივი დიაგნოსტიკა-ტესტირება არ გვაქვს ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელბმაც არ იციან რომ იმფიცირებულები არიან შესაბამისად ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე არსებული სტატისტიკა. ამდენად პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ხელისუფლება მალავს და აყალბებს მონაცემებს რასაც აღდგომის შემდეგ აუცულებლად მოჰყვება დავირუსებულთა უკონტროლო, მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიერქოსა და მრევლის დაუდევრობსს დააბრალებს! მოგმართავთ თხოვნით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ნუ გამოვცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ მრევლს სიფრთხილისკენ და დროებით ერთჯერადად გამოვაცხადოთ უმრევლო წირვა ხოლო უპასუხისმგებლო ხელისუფლება ერთად ვაიძულოთ მკაცრად გააკონტროლოს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქალაქო წესრიგი . საფრთხე რეალურია და ერთმანეთის გადარჩენისთვის სხვა არჩევანი დღეს არც ჩვენ და არც ქვეყანას სამწუხაროდ არა აქვს“ - გიორგი ვაშაძე.
0