მიმძიმს ამ რეალობის შეხედვა, იმის აღიარება... - მიტროპოლიტი გრიგოლი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141634 ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე და ეს მსმენელი, ადრესატი არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც - აცხადებს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. “მიმძიმს ამ რეალობის შეხედვა, იმის აღიარება, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი მოვლენების განვითარებასთან ერთად, არ გვაქვს. ძალიან ვწუხვარ... ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს სინამდვილეში არსებობს ერთგვარი სისუსტე, რომ პასუხიმგებლობის აღება გვიჭირს ადამიანებს საკუთარ მხრებზე, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, შემოდგომაზე დავთვლით, რომ იტყვიან და მერე გაკეთდება ანალიზი, ვინ მოიქცა სწორად და ვინ არა, ხელისუფლება თუ ეკლესია. მერე გამოჩნდება და მერე შეფასდება ის მოწოდებები, რომლებიც დღეს გაისმის, ვინ როდის უნდა მოკვდეს და გარდაიცვალოს, ვინ ასაკში და ვინ ახალგაზრდა. რეალობა მძიმეა, ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშან-ტექნიკა გრუხუნებდა და მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია, შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხესო, რაც მოყვა ამას ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ უკვე ბატონი პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. თან ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე და ეს მსმენელი, ადრესატი არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც.” - აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.
0