არ გამოვრიცხავ წირვა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდეს და მრევლი ეკლესიაში არ მივიდეს-ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141635 არ გამოვრიცხავ წირვა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდეს და მრევლი ეკლესიაში არ მივიდეს-განაცხადა ჯანდაცვის მინსიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ამასთან დასძინა, რომ ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა აქვთ. "ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ წირვა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდეს და მრევლი ეკლესიაში არ მივიდეს, " - თქვა ტიკარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
0