სამი ახალგაზრდას ინიციატივა - ახალი აზროვნების ინსტიტუტი

0
ახალი აზროვნების ინსტიტუტი დაარსდა 2015 წელს როგორც საინიციატივო ჯგუფი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში არიზ დაშდამიროვის მიერ „ფონდი ტასოს“ ინიციატივით. 2017 წელს ჩაერთო ამ ჯგუფში არიზ დაშდამიროვის ბავშვობის მეგობარი აქტივისტი ჩამრან აფანდიევი, რომელსაც ოთხი წლის გამოცდილება ჰქონდა არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობის. ამის შემდეგ მათ ჩაერთო ნუცა დემეტრაშვილი, რომელიც სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლაში დამხმარე მასწავლებლად მუშაობდა. მათ ერთად გააძლიერეს ეს საინიციატივო ჯგუფი რომელიც 2018 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციად იქცა. ამჟამად ახალი აზროვნების ინსტიტუტს აქვს გახსნილი ორი საგანმანათლებლო ცენტრი. სოფელ მოლაოღლსა ( არიზ დაშდამიროვის სახლში)და ხულდარაში (ქამრან აფანდიევის სახლის ავტოფარეხში), სადაც ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკების სივრცეში აქტიურად ხორცელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობები: ტრენინგი დემოკრატიული ჩართულობის სხვადასხვა თემებზე, კომპიუტერული პროგრამების გაკვეთილები, ფილმების ჩვენება-განხილვები, წიგნის კითხვა, სპექტაკლების დადგმა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, და ლიტერატურული საღამოები. ცენტრში ტარდება ქართული, ინგლისური და აზერბაიჯანული ენის სწავლების კურსები, ასევე ჭადრაკის გაკვეთილები. ცენტრები ასევე ემსახურებიან მოსახლეობას : ასლების გადაღება, ინფორმაციის მიწოდება, განცხადებებისა და სხვა სახის დოკუმენტების შედგენაში, ხორციელდება თარგმანები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს შორის ორგანიზაცია ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში(სოფელი სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, თაზაქენდი, ბურმა) სხვადსხვა მეთოდის გამოყენებით: ეს იქნება კვლევის მეთოდი, პირდაპირი ინტერვიუ, კითხვარები, რუბრიკები, ჯგუფური დისკუსიები, თანამშრომლობითი შეხვედრები, თუ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით შეუწყოს ხელი იმაში, რომ აამღლოს განათლების ცოდნის დონე და შეასწავლოს სახელმწიფო ენა ეთნიკურ უმცირესობებს. ცოდნის დონის ამაღლების გარდა, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მოსახლეობის უმეტესობისთვის ცოდნის დონის ამაღლება სამოქალაქო განათლების შესახებ, მნიშვნელოვანი კანონების გაცნობა, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი თავის საზოგადოებაში რეალიზება. ცენტრების მიზანია სკოლის მოსწავლეების ჩართვა არაფორმალურ განათლებაში, სტუდენტების დახმარება და მათი ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში. აბიტურიენტების მომზადება უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში. თითოეული მათგანის საჭიროების გათვალისწინება და დახმარება. ორგანიზაცია ასევე დიდ ყურადღებას უთმობს მშობლების გაძლიერებას კერძოდ, ქალების. იმის გამო რომ ჩვენს თემში ქალების დიდი ნაწილი ნაადრევად არის დაოჯახებული, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული განათლების პროგრამები, რომელიც მათ პიროვნულ განვითარებას და საჯარო საქმიანობას უწყობს ხელს. არაფორმალური განათლებით საგანმანათლებლო ცენტრები ცდილობენ ქალებს ახალი შესაძლებლობები და იმედი შეუქმნან. ხოლო ეს პროცესი კი ქმნის უნიკალურ სოციალურ კაპიტალს. ჩვენი რწმენით, მშობლებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური რესურსი აქვს. გარდა იმისა, რომ ისინი ზრუნავებ შვილებზე, მათ საკუთარი შვილებისთვის ცოდნის, ღირებულებების, იდეების, რწმების და ძალის გადაცემის რესურსი აქვთ. განათლებული და განათლების პროცესში ჩართული მშობლები ამ პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებენ და დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით აღზრდიან შვილებს. ორგანიზაციის მთელ საქმიანობას დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობენ: არიზ დაშდამიროვი, ქამრან აფანდიევი და ნუცა დემეტრაშვილი. ორგანიზაცია ზემოთაღნიშნულ აქტივობებსა და ღონისძიებებს განახორციელებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთოშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს თანამშრომლობით: ფონდი ტასო, ღია საზოგადოება საქართველო, ორბელიანი საქართველო, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA), USAID, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და. შ
#ახალგაზრდები
#ორგანიზაცია
#თარგმანები
#marneulidaily
0