რესპუბლიკურმა საავამდყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო

0
ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე, ის როგორც ცხელების ცენტრი იმუშავებს. დღეის მონაცემებით, რესპუბლიკურში 20-მდე პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდათ და ისინი პასუხებს დღის ბოლომდე მიიღებენ. ამ ეტაპზე მობილიზებულია 65 საწოლი, თუმცა ახლო მომავალში საწოლთა საერთო რაოდენობის გაზრდა 170-მდე იგეგმება. მართალია, შენობის ნაწილი 9 აპრილს გაიხსნა პაციენტების მისაღებად, მაგრამ რესპუბლიკური კლინიკა სრულად აღჭურვილი არ აღმოჩნდა. კლინიკის დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ განაცხადა, რომ სავენტილაციო სისტემაში დამატებითი მოწყობილობების დამონტაჟება გახდა საჭირო.
#news
#რესპუბლიკური
#ბათუმი
#batumidaily
0