რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 10 პაციენტს დაუდასტურდა

0
რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 74 პაციენტი. გუშინ გაგზავნილი ტესტებიდან, 10 მათგანზე პასუხი დადებითია. ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ათივესთან ორმხრივი პნევმონია აღინიშნება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 74 პაციენტი. გუშინდელი ტესტებიდან 10 პასუხი მოვიდა დადებითი. ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ჟანგბადდამოკიდებული არიან, ორმხრივი პნევმონიაა პრაქტიკულად ყველგან. ამ ეტაპზე გვყავს 21 პაციენტი კოვიდინფექციით. დღეს ვაპირებთ 30 ანალიზის გაგზავნას. სამწუხაროდ, მზარდი ტენდენციაა და ეს მაქსიმალურად მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავიდან ავირიდოთ ძალიან არასასურველი შედეგები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება და მზად ვართ ამისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში და არ უნდა გასცდეს კატასტროფულ მდგომარეობას. ჩვენს მოსახლეობას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ ყველა კლინიკაში არის შედარებით მომატებული რაოდენობა და ეს ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ვიყოთ მობილიზებული და დავიცვათ ერთმანეთი“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#რესპუბლიკური
#tbilisidaily
0