პეტრე ცაავა: უნდა დავემორჩილოთ ღვთის ცნებებს და არა მზაკვარ და ცბიერ სასულიერო პირებს

0
მეუფე პეტრე ცაავა : როდესაც ხელისუფლება გვეუბნება და ეკლესია თქვენს სინდისზე იყოს , მინდა ვუთხრა საზოგადოებას რომ სინდისი არის პატარა ღმერთი და აი ამ პატარა ღმერთს მოუსმინონ წავიდნენ აღდგომის ღამეს ეკლესიაში თუ არ წავიდნენ.ქრისტიანული სწავლების თანახმად, მინდა გითხრათ , რომ ქრისტიანისათვის უნდა იყოს დღე უკანსკნელი. ჩვენ ყოველდღე უნდა ვემზადებოდეთ ქრისტეს შესახვედრად და ეს იმას არ ნიშნავს , რომ სუიციდით და სულის ეშმაკისთვის მიყიდვით დავამთავროთ სიცოცხლე, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ყველას დიდი სიყვარულით , რომ მაშინ როდესაც მითუმეტეს ხელისფლებამ ვერც თავი მოაბა და ან არ მოაბა სპეციალურად აგრესიულ თუ მასიურ ტესტირებას , და არ ვიცით ვინ არის ამ დააავადების პოტენციური გადამტანი და მატარებელი, წარმოვიდგინოთ რომ თითოეული ჩვენგანი დღეს ვართ ამ დაავადების პოტენციური მატარებლები.შეიძლება ის მხოლოდ მატარებელია და ადვილად გადაიტანოს ეს დაავადება, მაგრამ წავა თუ არა ეკლესიაში და გახდება თუარა გადამტენი .მღვდელი , რომელიც დაინფიცირდა , მივიდოდა თუარა ტაძარში და ჩაატარებდა წირვას , როცა ეცოდინებოდა რომ ის დაავადების მატარებელია . რა თქმა უნდა , არ მივიდოდა.ან მრევლი , რომელიც დადიოდა ტაძარში და მერე აღმოაჩნდა . ეს არის ბოროტება და გაბოროტებული ადამიანის საქციელი, რომელიც ფიქრობს , რომ თუ მე არ ვიქნები, თუ მე დავაადდები ჩემს იქით თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ან მთელი სამყარო გაწყვეტილა.ეს არის გაბოროტება და ბოროტის მიზანია , რომ წარწყმიდოს ყოველი სული ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანისა. აი ამიტომ ნუ გავბოროტდებით და წარმოვიდგინოთ რომ ყველა ვართ უკვე დაინფიცირებული, ეს დაშვება არანაირად არ არის არაქრისტიანული. ღმერთმა მშვიდობით გადაგვატანინოს აღდგომა და გვაზეიმოს.ჩვენ დავინახეთ , რომ სასულიერო პირები დასხდნენ და მიწერეს საპატრიარქოს ამ საკითხტან დაკავშირებით , თუმცა საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ მათ და ხარისხის აყრით დაემუქრნენ, ულუკმაპუროდ დარჩენითა და ა.შ. და ძალიან ბევრს, სულით არამტკიცეს , მოუწია შენდობის წერილების თქმა.ამ შემთხვევაში ვნახეთ თუ როგორ ახორცილებს ზეწოლას და როგორი მოძალადეა საპატრირქო. ერთ-ერთ სასულიერო პირს , რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს , და დაუდასტურდა კორონა ვირუსი , დაუკავშირდნენ და დატუქსეს საპატრიარქოდან იმის გამო რომ მან თქვა ამის შესახებ .ასეთ უგუნურ , უვიც და უპასუხისმგებლო მდგომარეობაში ვართ.რა თქმა უნდა საპატრიარქო უნდა გაემიჯნოს, მაგრამ მღვდელები რომლებიც ქადაგებენ , რომლებსაც მე ზონდერ-დეკანოზები ვუწუდე და ჩემი ღრმა რწმენითა და გამოცდილებით ისინი ახმიანებენ საპატრიარქოს პოზიციებს.ამით გზავნილს უგზავნიან ხელისუფლებას და აშანტაჟებენ და ასევე მოსახლეობასაც თავიანთ სათქმელს ეუბნებიან , თითქოს რიგი სასულიერო პირებით , რომლებიც საპატრიარქოს გარეშე არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდნენ.მღვდელი უნდა იყოს თავისუფალი , თავისუფალი აზროვნებით და ეს არის დამახასიათებელი ქრისტიანულ თავისუფლებას არ უნდა შეეხოს არავინ და ჩვენ უნდა ვემორჩილებოდეთ მხოლოდ ქრისტეს ცნებებს.წმინდა სახარებას , წმინდა მამათა სწავლებას.
Tbilisi
#politics
#news
#opinion
0