http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141648
სამწუხაროდ მზარდია ტენდენციაა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგებს - ამბობოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი დევი ტაბიძე. მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ახალი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
"დღეს რესპუბლიკურ საავადყოფოში 74 პაციენტია. გუშინდელი ტესტებიდან 10 მოვიდა დადებითი. დღეს გვყავს 21 დადასტურებული პაციენტი. დღეს ვაპირებთ 30 ანალიზის გაგზავნას და ამაზე დღის ბოლოს მივიღებთ პასუხს. სავარაუდოდ იქნება დადებითი პასუხებიც. სამწუხაროდ მზარდია ტენდენციაა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგებს, " - თქვა ტაბიძემ.