10 აპრილს ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსეულებელმა ვალერი ბგანბამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სკოლამდელ, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაახანგრძლივა არდადეგები.
აფხაზეთის სკოლების მეცხრე და მეთერთმეტე კლასებში დასკვნითი გამოცდების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება, მხოლოდ მათემატიკასა და მშობლიურ ენაზე იქნება წერილობითი გამოცდები, თქვა აფხაზეთის ე.წ განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ.
ათი მოსწავლე, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის მედლების კანდიდატები არიან, მათ ჯერ არ ჩაუბარებიათ შემოწმებითი ტესტები. ვინაიდან ეს მცირე რაოდენობითაა, ჩვენ გადავწყვიტეთ - შემოწმებითი წერების მოგვიანებით ჩატარება ”, - აღნიშნა მან.
"კარანტინთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძელით სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული შეჯიბრის ჩატარება, რომელიც იმართებოდა ყოველწლიურად, ან აფხაზეთის ე.წ ოლიმპიადის მესამე ტური, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ტარდება. ჩვენ უნდა დავგეგმოთ სხვა ღონისძიებები, რომლებიც ეხმიანება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს, ” თქვა მან.
28 მარტიდან 20 აპრილამდე, აფხაზეთში დაწესდა საგანგებო მდგომარეობა, რათა დაიცვან მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. 10 აპრილს ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გაახანგრძლივა არდადეგები აფხაზეთის სკოლამდელ, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში 20 აპრილამდე.
#დასკვნითიგამოცდები
#სოხუმი
#განათლება
#SokhumiDaily