აშშ-მა „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის ყოფილი მაღალი რანგის პირი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-მა სამი პირი შეიყვანა „მაგნიტსკის აქტის“ სანქციების სიაში - მათ შორისაა ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რაიმბეკ მატრაიმოვი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ  გამოაცხადა 9 დეკემბერს. დანარჩენი ორი პირი მაკაუდან და ლიბერიიდანაა. გარდა ამისა, სიაში შეიყვანეს სამი ორგანიზაცია - ჰონგ-კონგიდან, პალაუდან და კამბოჯიდან. შარშან რადიო თავისუფლების, Organized Crime and Corruption Reporting Project-ისა და ყირგიზული ვებსაიტის, Kloop-ის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ მატრაიმოვი ჩართული იყო კორუფციულ სქემაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გაჰქონდა ჩინეთში დაბადებულ უიღურ ბიზნესმენს, აიერკენ საიმატის, რომელიც 2019 წელს მოკლეს სტამბოლში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30992596.html #ახალი_ამბები #twitter