თემქაზე, „არაშენდას“ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თემქის დასახლებაში, „არაშენდას“ კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.
ყველა გადარჩა. მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა.
როგორც ერთმა საგანგებო სიტუაციების სამსახურში გვითხრეს, ამ დროისათვის ყველა ამოყვანილია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30836272.html
#ახალი_ამბები
#twitter