მამაკაცმა პოლიციის შენობასთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ზუგდიდში,მამაკაცმა პოლიციის შენობასთან გაჩერებულ''ნისანის'' მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველების თქმით,მამაკაცმა დაახლოებით 4-ჯერ გაისროლა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სროლისხმა გაიგეს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ და ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.
დაშავდა თუ არა ვინმე სროლის დროს ჯერ-ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.