ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები სახელმწიფოებს - ნაწილი III

0
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაეროს სისტემაში მოქცეული ფონდები, სააგენტოები და სხვა ორგანოები, რომლებიც ჯანდაცვასთან, კანონთან და განვითარებასთან არის დაკავშირებული, ხელს უწყობენ ამ ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას. გაეროსთან ასოცირებული International Development Law Organization-ის (IDLO) გენერალური დირექტორის ჯენ ბიგლის განცხადებით, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოთა მხრიდან COVID-19-ზე ეფექტური რეაგირების საშუალებას. მისი თქმით, ეფექტური სამართლებრივი ჩარჩოები საშუალებას იძლევა, ადგილობრივი მთავრობების მოქმედებები სათანადოდ იყოს მორგებული ინფექციის პრევენციაზე და ამავდროულად ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების პატივისცემაზე. კანონის უზენაესობა უნდა იყოს მთავარი „სასიცოცხლო ხაზი“ მძიმე, კრიზისულ პერიოდშიც, როდესაც გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, რიგითი ადამიანების ხელთ არსებულმა მწირმა რესურსებმა და სტრესულმა გარემომ არ უნდა გააძლიეროს დისკრიმინაციის შეგრძნება. ამგვარი გამოწვევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ისეთი ჯგუფებისთვის, როგორებსაც ხანდაზმულები, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანები, მიგრანტები, ლტოლვილები და ა.შ. წარმოადგენენ. „მსგავსი პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტების ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ბიგლმა. წყარო: წყარო: "Testing, tracing, and when to lift restrictions: WHO’s latest advice" (April 14, 2020) moderndiplomacy
#headline
#coronavirus
#stopcovid19
#who
#stayathome
#health
0