ხელისუფლება სრული კარანტინის გამოცხადების საკითხსაც განიხილავს - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141655 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ხელისუფლება სრული კარანტინის გამოცხადების საკითხსაც განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. "საყოველთაო კარანტინი გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება, გასვლის მიზანი და ტრაექტორია, რაც გასავლელი აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე და გარკვეულწილად, ამ აპლიკაციაშიც და დამატებით პროექტებში განიხილება ეს კომპონენტი, რადგან ამას არაერთი ქვეყანა საკმაოდ წარმატებულად იყენებს, " - თქვა ტიკარაძემ პალიტრანიუსის ეთერში. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.
0