ხუთი ათასს, რვა ათასს, ათი ათასს ვერ მოუვლის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა-გამყრელიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141658 ხუთი ათასს, რვა ათასს, ათი ათასს ვერ მოუვლის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა-განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან ასევე მოსახლეობას მოუწოდა, რომ მომავალი კვირების განმავლობაში სახლში დარჩეს, არც ეკლესიაში წავიდეს და არც სასაფლაოზე გავიდეს. მისივე თქმით, თუ ამჟამინდელი ტემპებით წავალთ მაისის დასაწყისში კორონავირუსის 2 500-მდე შემთხვევა გვექნება. "2 ათასს მოუვლის ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ხუთი ათასს, რვა ათასს, ათი ათასს ვერ მოუვლის. იანგარიშეთ, 30 პროცენტი იქნება სარეანიმაციო. ვერ მოვუვლით იცოდეთ და ბევრი მსხვერპლი გვეყოლება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან.
0