"აღდგომის დღესასწაული"

0
ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. მინდა შემოგთავაზოთ პასკის საკუთარი რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვიმარაგოთ 4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი 100 მლ. რძე 200 მლ. ნაღები 1 მწიკვი ყვითელი ყვავილი 750 გრ. ფქვილი 250 გრ. შაქარი 5 ცალი კვერცხი 170 გრ. კარაქი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 200 გრ. ქიშმიში 1 ვანილის ჩხირი 150 გრ. ცუკატის ასორტი მშრალი საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, გასააქტიურებლად დავამატოთ 2 ს.კ. ფქვილი და 1 ს.კ. შაქარი. ნაღებს დავუმატოთ მწიკვი ყვითელი ყვავილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. საფეხური 2 როცა საფუარი ამოვა, გადავასხათ დიდ ჯამში. კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი  ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ჯამში, სადაც საფუარი მოვათავსეთ, დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხისა და შაქრის მასა, თბილი ნაღები და  ფქვილი. საფეხური 3 მოვზილოთ რბილი და ელასტიური ცომი.  დავტოვოთ  რამდენიმე საათით. როდესაც ზომაში კარგად გაიზრდება, დავამატოთ ცუკატები, ფრთხილად გადავურიოთ და გადავიტანოთ ½ ცომი პასკის ფორმებში. საფეხური 4 ისევ ვაცალოთ ამოსვლა ცომს და ბოლოს შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 50 წუთით. გამოვაცხოთ 170 C ზე.
#events
#art
#cheflife
#chef
#cookingtime
#masterchef
#cheflife
#cooking
#scooterclubgeorgia
#news
0