ოთარ მარშავა - ექიმი, რომელმაც აფხაზეთში მყოფ კოლეგებს წამლები და ეკიპირება ჩაუტანა.

0
ოთარ მარშავა - ექიმი, რომელმაც აფხაზეთში მყოფ კოლეგებს წამლები და ეკიპირება ჩაუტანა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მარშავა - ბევრის მთქმელი სახელია, ის პროფესიით ქირურგი, ონკოლოგი და პროქტოლოგი გახლავთ, თუმცა ამის მიუხედავად, მას აფხაზეთში სხვა სპეციალობის გამოცდილებაც აქვს. კორონავირუსის პანდემიამდე, ბ-ნ ოთარს აფხაზეთში ყოველკვირეული ვიზიტი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასახმარებლად. მისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს. მას არანაირი ფაქტორი არ ახერხებდა იმისთვის, რომ აფხაზეთში მყოფ კოლეგებს დახმარებოდა, ამის გამო მან საკუთარი ინიციატივით სამედიცინო პერსონალს ეკიპირება და მედიკამენტები გადასცა. ოთარ მარშავას ცნობით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებლებს ინფორმაცია არ აქვთ ამ პანდემიასთნ დაკავშირებით და არც მოსალოდნელ საშიშროებებზე, ამის გამო ისინი ვერ აღიქვამენ საფრთხეს. მისივე ცნობით ძალიან რთული ვითარებაა ამ დროისთვის ოკუპორებულ აფხააზეთში: არაიფორმირებული მოსახლეობა, მცირე რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. პროფესორი ამბობს, რომ მათ დახმარება იქამდე უნდა გავუწიოთ სანამ გვიანი არ იქნება.
#ზუგდიდი
#ზუგდიდელიექიმი
#ოკუპორებულიაფახაზეთი
#ინიციატივა
#დახმარება
#კორონავირუსი
#პანდემია
#zugdididaily
0