http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141661
თეოლოგი გოჩა ბარნოვის განცხადებით, საპატრიარქოს გაკრიტიკების გამო, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. ამის შესახებ განცხადება თეოლოგმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა.
"სამშაბათს, დაახლოებით, 8-ის ნახევრისკენ ინტერვიუ მქონდა ტვ პირველთან მუხიანში, ჩემს სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასასრულის დროს ჩემთან მოვიდა უცნობი ადამიანი, რომელმაც დამიწყო ლაპარაკი, რომელიც თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო. მეკითხებოდა, რატომ, რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს, რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს და რომ ეს ინტერვიუები აღარ უნდა მივცე. მე მას ვკითხე, ვინ იყო და ამ კითხვის შემდეგ დამარტყა, "- უთხრა ბარნოვმა ტელეკომპანია ფორმულას.