კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად . „ოპერაცია „წარმოუდგენელი სიჩქარის“ ფარგლებში წლები დავზოგეთ ვაქცინის შესაქმნელად. ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მივიღე, ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შევქმნათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ აშშ პოტენციური ვაქცინის დიდი ოდენობით დოზებს აწარმოებს, რათა შესაბამისი შემოწმების შემდეგ ის დაუყოვნებლივ გახდეს ხელმისაწვდომი ამერიკელებისთვის. გარდა ამისა, მან კვლავ განაცხადა, რომ პრეპარატი ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება. 27 ივლისს, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. კლინიკურ ცდებში 30 ათასზე მეტი ზრდასრული მოხალისეა ჩართული. საუბარია ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის, mRNA-1273-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე, რომლის მიზანიც სიმპტომური COVID-19-ის პრევენციაა. #ახალიამბები