სჯობს პაატა იმნაძემ ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს - მეუფე იაკობი

0
ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი პაატა იმნაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ სახლში არ დავრჩებით, საქართველოში კუბოებს ვეღარ დავითვლით. , , პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, ” - განაცხადა იმნაძის საპასუხოდ მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, რეალურად ბევრად მეტი დაინფიცირებული ადამიანია ქვეყანაში, ვიდრე ამას სტატისტიკა გვიჩვენებს. „რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ, " - განაცხადა მეუფე იაკობმა.
#პაატაიმნაძე
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#ეკლესია
#tbilisidaily
0