არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ხსნიან კაფე-რესოტრნებს, რაც ქვეყნის გასტრონომიულ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ამდიდრებს. ასეთი ბიზნესის წარმატების საწინდარი ზუსტად ისაა, რომ ინდუსტრია მხოლოდ არაბულ საკვებზე კი არა, გლობალურ სამზარეულოზეა ორიენტირებული. ამ მრავალფეროვნების უკეთსად გასაგებად დუბაის ბოსნიური რესტორანის მზარეულს გავესაუბრე განსაკუთრებული კერძის, ბურეკის შესახებ.
ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციამ კავკასიის რეგიონი ყოფილი იმპერიის სხვა რეგიონებთან ბევრ ასპექტში დააკავშირა. მათ შორის, გასტრონომიული კუთხით ბევრი მსგავსება შეგვძინა ბალკანეთის ნახევარკუნძულთან. ამის ერთი დასტური არის ბალკანეთშიც და ლაზეთშიც გავრცელებული ბურეკი, ან, როგორც ლაზეთში ეძახიან - ბურეღი. ამბობენ, რომ კერძი ოსმალეთის სამზარეულოს უკავშირდება და სხვა ერებმა აითვისესო.
ბურეღს ლაზები აცხობენ, ბურეკს კი ბალკანელი სლავები და ალბანელები. ითვლება, რომ ბალკანეთის ქვეყნებს შორის, ზუსტად ბოსნია-ჰერცოგოვინისთვის დამახასიათებელი კერძია. იქ "ბურეკი" მხოლოდ ხორცით გამომცხვარ კერძს ეწოდება, "სირნიცა" ყველით გაკეთებულს, ხოლო "ზელიანიცა". ლაზეთში ბურეკის ტკბილი დესერტის ვერსიაც იციან, ბოსნიაში კი ასეთ ბურეკს ალუბლისგანაც აკეთებენ.
პორტალი "აგრონიუსი" ლაზური ბურეღის ასეთ რეცეპტს აღწერს: "გობში ამოკრულ ფილოს ცომს გამოცხობამდე რძეში გახსნილი დამტკბარი ფქვილი მოვასხით. ყველაფერ ამას კი თავზე ცხარე შავი პილპილი მოვაყარეთ და თავზე კიდევე ფილოს თხლდა გაბრტყელებული ფენა ჰაეროვანი ცომი გადავაფარეთ, გამდნრი კარაქიც მოვასხით და ღუმელში შედგმულს დაველოდეთ".
ბოსნიელმა მზარეულმა მითხრა, რომ ბურეკის წარმოშობაზე ყველა დავობს. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც სერბების, ხორვატიელებისა და ბოსნიელების შორის ისტორიული უთანხმოებები დღემდე ძლიერია, ბურეკის სიყვარული სამივე ეროვნებას აერთიანებს. დავობენ, ვის ეკუთვნის ბურეკი - ვინ აკეთებს უკეთსად, მაგრამ სამივე ერში ერთნაირად უყვართო.
რამ გამოიწვია ბურეკის ასეთი გავრცელება, რთული სათქმელია. ადრე, ოსმალეთის იმპერიის დროს, ყველა რეგიონი კერძს სხვადასხვანაირად ითვისებდა და ტრადიციულ ფორმას სძენდა. დღეს, უკვე ჩამოყალიბებული კერძი საერთაშორისო აუდიტორიას იპყრობს.
დუბაის ხელოვნების ფესტივალზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობაა, ბოსნიური რესტორანის საკუთრებაში მყოფი დიდი მანქანა დგას და ბურეკს ყიდის. კერძის მეორედ დაგემოვნება მინდოდა, ამიტომ რიგის ბოლოში ჩავდექი და 20 წუთი ველოდებოდი, სანამ გამოცხვებოდა. ბოსნიელებს სიამოვნებთ, მათ ენაზე რომ გააუხდი მადლობას. "ჰვალა", ასე ამბობენ, როდესაც ბურეკს მიიღებენ.
#ბურეკი
#ბურეღი
#ლაზეთი
#ბოსნია
#batumidaily