ფონდი ,,ქართუ” ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს შეიძენს და ჯანდაცვის სექტორს გადასცემს
96 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

ფონდი ,,ქართუ” ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ სამედიცინო პირბადეს შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ამცნო.

,,არ შეიძლება, არ აღინიშნოს ქართუს ძალიან დიდი წვლილი იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ ფონდი დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მილიონ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე", -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს.

#პირბადე #ფონდი #ქართუ #ჯანდაცვა #ტიკარაძე #კორონავირუსი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
7
Write a comment
Similar Posts