სულიერად, გონებით შეიძლება დავრჩეთ წირვაზე და ამით გადავირჩინოთ საკუთარი თავი და საქართველო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141677 სულიერად, გონებით შეიძლება დავრჩეთ წირვაზე და ამით გადავირჩინოთ საკუთარი თავი და დავეხმაროთ საქართველოს ამ ეპიდემიის დამარცხებაში - ამის შესახებ განცხადება, მეუფე პეტრე ცაავამ TV პირველის ეთერში საუბრისას გააკეთა. "ჩვენ სულიერად, გონებით შეიძლება დავრჩეთ წირვაზე, ფიზიკურად არ ვიყოთ მაგრამ უფრო მეტი მადლი მოვიხვეჭოთ აღდგომისა, ამით გადავირჩინოთ საკუთარი თავი და დავეხმაროთ საქართველოს ამ ეპიდემიის დამარცხებაში, დავეხმაროთ, მოყვასს, ეს არის ჩვენი ბრძოლის ველი", - თქვა მეუფე პეტრემ. მისი თქმით, ეკლესიამაც და სახელმწიფომაც მრევლს უთხრა, რომ თავად გადაწყვიტონ ეკლესიაში წავლენ, თუ არა. მეუფე პეტრემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ სინდისი პატარა ღმერთია და სანამ ეკლესიაში წასვლას გადაწყვეტენ ამ ღმერთს ჰკითხონ.
0