აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა - სუსი 20 ივნისზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141680 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 15 აპრილს წარუდგინეს პარლამენტს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წერს: „2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები. აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო. აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის, “- ნათქვამია ანგარიშში.
0