მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას-ბუღაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141681 მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას, ახლა გაახსენდათ თურმე არჩევანის თავისუფლება - ამის შესახებ განცხადება, მწერალმა ლაშა ბუღაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას გააკეთა. “სამარცხვინოა, როცა საზოგადოებას, ხალხს გვაკისრებენ პირველ რიგში პასუხისმგებლობას. თურმე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. გამოვიჩენთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს იგივე იდიოტიზმია, ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცე, ვთქვათ, გაჩერდეს თუ არა, როდესაც შუქნიშანზე წითელი აინთება, აი, შენ გადაწყვიტე, დაგარტყამს თუ არა მანქანა. ან - იცი რა, ღვედი თუ გინდა გაიკეთე, თუ გინდა არ გაიკეთო. ეს ხომ მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას, ახლა გაახსენდათ თურმე არჩევანის თავისუფლება, ” - განაცხადა ბუღაძემ.
0