რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე მოქალაქეებს სთხოვს, რომ ექიმებს წყალში არ ჩაუყარონ ამდენი ხნის შრომა და სახლში დარჩნენ. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, მივმართავ, შეიძლება ხმამაღალი სიტყვაც გამომივიდეს, გვაცადონ ის, რასაც ვაკეთებთ და ნუ ჩაგვიყრიან წყალში ამდენ ნაშრომს. ორი თვის განმავლობაში პრაქტიკულად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს როგორც იტყვიან არ უძინია, ასეა მთელი ჯანდაცვის სისტემა", — თქვა დევი ტაბიძემ.
ექიმის თქმით, სახლში ლოცვას დაერქმევა შეგნებული გადაწყვეტილება და არა ის, რომ ვიღაც ეკლესიას ებრძვის.
#news
#Coronavirus
#Covid19