დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით, ადუღებული წყალი მიიღეს.
მისივე თქმით, რამდენიმე მოქალაქე ტელეფონითაც დაუკავშირდა და მათთანაც ანალოგიური შემთხვევები აღინიშნა. ქაშიბაძის განმარტებით, არც ერთი რთული შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა პაციენტი ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარა.
, , სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პროფილაქტიკის მიზნით, ადუღებული წყალი მიიღეს. ცხელი ჩაი მეც მიყვარს, სიამოვნებით ვსვამ ხოლმე, თუმცა აქ საუბარია, ადუღებულ წყალზე.
მეუხერხულება კიდეც მოწოდების გაკეთება, როგორ ვურჩიო მოსახლეობას, რომ ადუღებული წყალი არ დალიონ, მაგრამ ეს არის ფაქტი. არ ვიცი, ადუღებული წყალი რამდენად დაგვეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ტუჩების, ენის და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ, ” - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
#პროფილაქტიკა
#ადუღებული
#წყალი
#დამწვრობა
#კორონავირუსი
#tbilisidaily