ევროკავშირის საზღვრები საქარველოსთვის ხსნილია

Tbilisi Daily

ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ არაწევრი ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობა შეუძლიათ. ჩამონათვალში, რომელშიც ამ ეტაპზე 15 ქვეყანაა, საქართველოც მოხვდა. სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, სერბეთი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, , რუანდა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი დათქმით, რომ შემხვედრი სურვილი იქნება. ევროკავშირი საზღვრისგახსნა tbilisidaily