მილიციამ მინსკში „ქალთა მარშში“ მონაწილე ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მილიციის მხრიდან სასტიკი დაკავებები მოჰყვა მინსკში შაბათს დაწყებულ მორიგ მშვიდობიან მსვლელობას "ქალთა მარშს", რომლის მონაწილეებიც იაკუბ კოლასის პროსპექტისკენ სხვადახვა ქუჩებით მიემართებოდნენ.
როდესაც პროსპექტს მიუახლოვდნენ, მომიტინგეთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა.
შუადღისთვის მილიციამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ მათი აქცია არასანქცირებული იყო.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მალევ გამოჩნდა მილიციის საევაკუაციო მანქანები ე.წ. ავტოზაკები და მილიციამ დაიწყო ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეთა დაკავება.
საბოლოოდ სამართალდამცველებმა ასზე მეტი აქციის მონაწილე დააკავეს. მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტიცაა.
ქალებმა ორგანიზებულად რამდენჯერმე ხელიდან გამოგლიჯეს სამართალდაცმველებს დაკავებულები, შავნიღბიან სპეცრაზმელებს ადამიანები უყვიროდნენ "სირცხვილი, სირცხვილი".
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკამაიმ, დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მოუწოდა მილიციის "ომონს", რომ შეწყვიტოს ეს "შემზარავი ძალადობა".
https://www.radiotavisupleba.ge/a/30835151.html
#ახალი_ამბები
#twitter