მუსლიმი ლიდერების სუს-ში დაბარების 2 ვერსიაა, ორივე პრობლემურია - ადვოკატი
124 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141683#

4 მუსლიმი სასულიერო პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში, - იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც მათ უფლებებს დაიცავს.

როგორც EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, სასულიერო პირებს ორი ვერსია აქვთ, თუ რატომ შეიძლებოდა დაებარებინათ, თუმცა ორივეს უსაფუძვლოს უწოდებენ და ორივე პრობლემურია:

ერთ-ერთი მათგანის მიერ „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც „თეოკრატია“ გააკრიტიკა;

მანქანის სიგნალებით გამოხატული პროტესტი მარნეულში…

რა ხდება?

თამთა მიქელაძის მონათხრობის თანახმად, 16 აპრილის დილას შეიხ მირტაგ ასადოვს, რომელიც ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერია, სუს-იდან დაურეკეს და გამოკითხვაზე დაიბარეს.

მასთან ერთად დაბარებულია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც ამავე რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან.

სუს-ს მათთვის არ განუმარტავს დაბარების მიზეზი, თუმცა მოგვიანებით ადვოკატებთან განმარტეს, რომ ასადოვი დაბარებულია საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. რა ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირდება ეს, არ განუმარტავთ.

ჯერჯერობით გამოკითხვა არ ჩატარებულა და ადვოკატები მარნეულში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, საშვის დაშვებას ელიან, რათა მათი თანდასწრებით ჩატარდეს გამოკითხვა.

რის გამო დაიბარეს?

თამთა მიქელაძის თანახმადვე, სასულიერო პირებს ორი ვერსია აქვთ, თუ რატომ შეიძლებოდა დაებარებინათ:

„პირველი შეიძლება იყოს შეიხი მირტაგ ასადოვის განცხადება „მთავარ არხზე“: მან ჟურნალისტი შეკითხვაზე პასუხად განმარტა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და არა თეოკრატიული, რომ დაყოფა „ჩვენ და სხვები“ სწორი არ არის. აქ მან პრემიერს დაუსვა შეკითხვას, რას იზამს მთავრობა, თუკი მაგალითად, რამადანზე [მუსლიმების რელიგიური დღესასწაული] მუსლიმები მეჩეთების განხსნას მოინდომებენ“;

„მეორე ვერსიით, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, მანქანის სიგნალებით აპროტესტებენ მარნეულში შექმნილ ვითარებას. არაერთხელ დავწერეთ, რომ მარნეულში ამ ეტაპზე ჰუმანიტარული კრიზისია, — აქ მცხოვრები ადამიანების ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული, პანდემიის პირობებში კი, როდესაც სახელმწიფოს სოციალური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა არ აქვს, ისინი გაჭირვებას ამ ფორმით გამოხატავენ… არსებობს ვარაუდი, რომ ამას დაუაკვშირეს რაიმენაირად ეს პირები, თუმცა თვითონ ამბობენ, რომ ამ პროცესის ორგანიზატორები და ლიდერები არ არიან“.

„ვნახოთ, გამოკითხვის პროცესში რა განმარტებებს გააკეთებს სუს-ი, რა კითხვებს დასვამენ და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

„მათი დაბარება უსაფუძვლოა“

მისი განმარტებით, პირველი ვერსია გამართლება თუ მეორე, ორივე შემთხვევაში პრობემური იქნება:

„ცხადია, როდესაც ვხედავთ საპატრიარქოს მიმართ ღრმა მოწიწებას, ლოიალობას და ადამიანების სიცოცხლის გაწირვას, მუსლიმი სასულიერო პირების დაბარება და გამოძიების პროცესი მთლიანად ამოვარდნილია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპიდან, მით უმეტეს, როდესაც საუბარია რიტორიკულ კითხვაზე, რომელიც ვერც კი შეიძლება იყოს დანაშაულის შემადგენელი“, – აცხადებს ის.

„მეორე შემთხვევაშიც, თუ მოსახლეობის ასეთ უკმაყოფილებას შეიძლება „საბოტაჟი“ ეწოდოს სახელმწიფოს მხრიდან, ცხადია, რომ ესეც უსაფუძვლო ჩანს ამ ეტაპზე“, – ამბობს თამთა მიქელაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment