გურჯაანში აღდგომის სადღესასწაულო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141687 გურჯაანში აღდგომის სადღესასწაულო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. მღვდელმსახურის მამა ვაჟას განმარტებით, ლოცვა წესის მიხედვით ღამით დაიწყება. მაზიარებელი მრევლი და სასულიერო პირები კი საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ტაძარში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე მივლენ. "ჩვენ მოვისმინეთ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ჩვენთან ღამის თევა და ლიტურგია ჩატარდება. რა თქმა უნდა, მრევლს მოვუწოდებთ, დაიცვან კომენდანტის საათი და არ იმოძრაონ. ჩვენი მრევლი ეკლესიაში მოვა საღამოს 21:00 საათამდე და რასაკვირველია, დილის 06:00 საათამდე არ დავტოვებთ ტაძრის ტერიტორიას. არ გავალთ, რადგან არ დავარღვიოთ ის წესი და კანონი, რაც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. დილით არ იქნება მსახურება, ტაძარი ჩვეულებრივ იქნება ღია და მომლოცველს მოსვლის შესაძლებლობა ექნება. 23:00 საათზე შესრულდება ლიტანიობა. ჩვენ აქამდეც მაქსიმალურად ვიცავდით დისტანციას და ამას აუცილებლად გავაკონტროლებთ იმიტომ, რომ ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს, როგორც ეკლესიის სახელს, ასევე ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სასაფლაოზე გასვლა ეს არ არის საეკლესიო წესი, ეს არის უფრო ერის ტრადიცია. ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასაფლაოები იკეტება და დიდი არაფერი მოხდება, რომ აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე არ გავიდნენ. ეს განსაცდელი ღვთის მადლით ჩაივლის და მერეც შეიძლება გავიდეთ და საფლავიც ვაკურთხოთ. საფლავების კურთხევაზე ჩვენ არ წავალთ, " - თქვა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, ვაჟა სონღულაშვილმა.
0