მთავრობასა და საპატრიარქოს მიერ მიღწეული შეთანხმება საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141689 მთავრობასა და საპატრიარქოს მიერ მიღწეული შეთანხმება საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. , , ქართული სახელმწიფო დგას რეალური საშიშროების წინაშე. ჩვენ ვხედავთ უსუსურ მთავრობას, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და პოლიტიკური სპეკულაციით უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ვხედავთ ეკლესიას, რომელიც ეყრდნობა მრევლს და პასუხისმგებლობასაც მათკენ ამისამართებს. უკვე მერამდენეჯერ მოვისმინეთ, რომ აჭარის მასშტაბით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, მიიღეს მორიგი ბევრად უკეთესი და მზრუნველობითი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე, მხოლოდ მონასტრებში აღესრულება. მრევლს შეეძლება, თვალი მიადევნოს წირვის პირდაპირ ტრანსლაციას. მთავრობამ უნდა მიადევნოს თვალი აჭარის გადაწყვეტილებას და იშრომოს ამ შედეგების მისაღწევად. აჭარა ირჩევს სწორ მხარეს! არსებული ვითარება არ არის რეპუტაციული, ძალაუფლებრივი თუ სხვა ტიპის ბრძოლა, ეს არის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენი ომი, სადაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვებას, თუ მივყვებით ექიმების და ეპიდემიოლოგების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. მთავრობასა და საპატრიარქოს მიერ მიღწეული შეთანხმება საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, კანონის თანასწორობას, ეკონომიკას და ქვეყნის მომავალ განვითარებას. ხელისუფლება და ეკლესია ვალდებულია, ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს არ არის ბრძოლა რწმენის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც შეადგენენ სწორედ ეკლესიის სხეულს. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გადაწყვეტილება - დავრჩეთ სახლში, ვილოცოთ ინფიცირებულებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის და მთელი ქვეყნისთვის’’ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
0