ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ პაშინიანს სომხეთში შეხვდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკო პაშინიანის მიწვევით ერთდღიანი ვიზით არის სომხეთში ჩასული.
"ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ პაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა", - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31904194.html
Source: radiotavisupleba.ge