3-ის პაციენტის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული - რატიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141692 3-ის პაციენტის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული, სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი - ამის შესახებ განცხადება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა. „9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის, 3-ის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან, სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, 4 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე“ , - განაცხადა რატიანმა.
0