სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი - ამირან გამყრელიძე

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ვინაიდან ბოლო სამ დღეში უკვე ორჯერ დაფიქსირდა ე.წ ნახტომისებური გავრცელება. გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ეტაპზე დაბალია და ის 0, 9%-ს შეადგენს. , , სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როცა 30-30 შემთხვევა გვქონდა, რაც უკვე ძალიან დამაფიქრებელი და საგანგაშოა. ეს მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში სერიოზულად იკიდებს ფეხს და ეს არის სწორედ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლისას განგაშის საფუძველი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
#შიდაგადაცემა
#ამირანგამყრელიძე
#ეპიდემია
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0