ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141697 ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „მაესტროში“ ჩართვისას ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა განაცხადა, ინფიცირებული პაციენტები ბოლნისში გამოვლენილი სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრები არიან. „ინფიცირებულთა ნაწილი საკარანტინე სივრცეში იყო, ნაწილი თვითიზოლაციაში. ეს შემთხვევები გამოვლინდა მას შემდეგ, რაც კონტაქტში მყოფ პირებს, როგორც წესია, ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა დადასტრურებული შემთხვევის კონტაქტების მოძიება დასრულდა. მათ შორის არის როგორც ოჯახის წევრები, ასევე გარე კონტაქტები. ისინი თვითიზოლაციაში ან საკარანტინე სივრცეებში იმყოფებიან. რადგანაც გვაქვს შემთხვევების მზარდი რაოდენობა, კიდევ ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი რისკის შემცველია. დაწყებულია შიდა გადაცემა. რეკომენდაციები, რომელიც მუდმივად ისმის „დარჩი სახლში“ ყურადსაღებია და უნდა შესრულდეს", - განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.
0