საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად, ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროს ამ კონკურსით სურს მოიძიოს ინოვაციური იდეები, რომლითაც საწარმოთა შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდება, ასევე, დაჩქარდეს ნებართვების გაცემა, რაც ქვეყანას და სრულიად მოსახლეობას აარიდებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, დღეისთვის უკვე შემოწმებული აქვს 300-ზე მეტი საწარმო, ეს კი შრომატევადი პროცესია.
, , ბევრი ბიზნესის დროებით შეჩერება მოგვიხდა იმის გამო, რომ დავიცვათ მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მეტი ბიზნესი შევამოწმოთ და ვასწავლოთ, როგორ შეესაბამებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს - შეიძინონ პირბადეები, დანერგონ პერიოდული დეზინფექციის პროცედურები, ჩაატარონ თერმოსკრინინგი და სხვა, რათა მეტად დაცულები იყვნენ.
ჩვენ გვინდა, გავზარდოთ შემოწმების ტემპი და ეფექტურობა, რათა მეტი ბიზნესი იყოს შემოწმებული და აღჭურვილი იმ მომენტისთვის, როდესაც ეკონომიკის ამოქოქვას დავიწყებთ, “ - განაცხადა ნათია თურნავამ.
#ნათიათურნავა
#საწარმო
#მონიტორინგი
#დისტანცია
#tbilisidaily