The Guardian: ვაქცინა წლის ბოლომდე?

Headline

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის დასაწყისამდე გამოჩნდება. „დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე წლის ბოლომდე გვექნება შესაბამისი ვაქცინა“, - განაცხადა ტრამპმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერების მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით 2021 წლისთვის მზად იქნება შესაბამისი პრეპარატი/ვაქცინამ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი უფრო მეტად ოპტიმისტურია. „ექიმები გვირჩევენ, რომ საკითხზე ასე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ“, - განაცხადა ტრამპმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Trump 'very confident' of Covid-19 vaccine in 2020 and predicts up to 100,000 US deaths (04.05.2020), www.theguardian.com #coronavirus #vaccine #Trump #USA #headline #news #stopcovid19