პერუში აქიის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

Tbilisi Daily

პერუს დედაქალაქ ლიმაში პოლიციელებსა და აქციის მონაწილეთა შორისო შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. პროტესტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოჰყვა, რასაც კონგრესმა დაუჭირა მხარი. პერუს ლიდერს კორუფციულ ბრალდებებს უყენებენ, რასაც ის თავად უარყოფს. BBC წერს, რომ არსებობს შეშფოთება პერუში მზარდი პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რადგან კორონავირუსის გამო, ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური ვარდნა ემუქრება.