პროკურატურამ აბაზოვს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა - საია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141701 პროკურატურამ აბაზოვს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოციაცია მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის ქმედებები კითხვის ნიშნებს ბადებს. "2020 წლის 12 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გაამართლა. საია მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზე პროკურატურამ თემურ აბაზოვს, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და მოსამართლეს შეუქმნა საფუძველი, მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდების ამ ნაწილზე საერთოდ აღარ ემსჯელა. სასამართლოს მიერ ოთხივე პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამ, მის დასაბუთებულობასთან, ისევე როგორც პროკურატურის ქმედებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები გააჩინა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
0