http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141704
სუს-ის ანგარიში ფაქტობრივად პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობისთვის არის გამოყენებული-ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.
„სახელმწიფოსთვის გამოწვევად შეფასებული არა მართლმადიდებლობის ასამბლეის საქართველოში ჩატარება რუსეთის თავმჯდომარეობით, ბატონი გავრილოვის და სხვა კომუნისტების ქვეყანაში შემოყვანა, არამედ ის ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც სისხლში იქნა ჩახშობილი გახარიას მხრიდან. ასეთ პირობებში ვართ ჩვენ უკვე ბოლო წლებია. კარგად ვხედავთ, რომ რუსული საქმიანობის თუ სხვა მიმართულებით საფრთხეების თავიდან აცილების თვალსაზრისით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბევრს არაფერს აკეთებს, სამაგიეროდ მუდმივად აქტიურები არიან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სუს-ის ანგარიში ფაქტობრივად პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობისთვის არის გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.