პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141734 ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. "იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყვველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მსგომარეობის შეზღუდვები, ეს გახდება ვითარების გამწვავების საფუძველი და მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
0