მაღაზიებში, აფთიაქებში გამოვიყენოთ პირბადეები და არა ქუჩაში სიარულისას - ამირან გამყრელიძე

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადეები არა ქუჩაში გადაადგილებისას, არამედ მაღაზიებსა და აფთიაქებში უნდა გამოვიყენოთ. გამყრელიძემ ისაუბრა საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არასოდეს დაადასტურებს ისეთ პროდუქციას, რომელიც მოსახლეობისთვის საზიანო იქნება. , , ლუგარში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის ქვეყანაში ყველაზე მძლავრი დეპარტამენტი ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების. ყველაზე გამოცდილი ხალხით, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და ისინი ასწავლიან რა პირბადე უნდა გაიკეთონ, რა დაცვის საშუალება უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა იმუშაონ საშიშ ინფექციასთან. ისინი მუშაობენ ბევრად უფრო საშიშ ინფექციებთან. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, როდის რა გაიკეთონ და ამას ასწავლიან სხვებს. ძალიან ვთხოვ მე, სხვები ნუ გვასწავლიან ჩვენ რომელს დავუდასტუროთ. არასდროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იკადრებს იმას, რომ ვინმეს დაუდასტუროს ისეთი რამე, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება საზიანო, ამიტომ ეს, რაც მე ვიცი ბოლო შემოსული სამშრიანი საკმაოდ კარგი პირბადე მიიღებს დასტურს, რომ ის ქვეყანამ გამოიყენოს. უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე, სასურველია მაღაზიებში, აფთიაქებში, ოჯახში თუ აუცილებელი იქნება ვინმესთან მისვლა - აუცილებლად გვქონდეს პირბადე. გამოვიყენოთ პირბადეები ამ ტიპის კონტაქტისას და არა ქუჩაში სიარულისას", -აღნიშნა გამყრელიძემ.
#ამირანგამყრელიძე
#პანდემია
#პირბადე
#ლუგარისლაბორატორია
#tbilisidaily
0