გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი და დარჩით სახლში-ჩიქოვანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141740# გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი და დარჩით სახლში, ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ჩიქოვანის თქმით, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ დაიცავენ შეზღუდვებს, ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დადგება. „იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ - ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ შევასრულეთ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა , გავუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში. ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და რაც შეიძლება სწრაფად ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. გაუფრთხილდით ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი და დარჩით სახლში, ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა", -განაცხადა ჩიქოვანმა.
0