იაპონიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142490 იაპონიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 26 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 428 შეადგინა. სულ დადასტურებულია კორონავირუსის 14 800 შემთხვევა. იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლების შემდეგ მიმდინარე თვეში კვლავ გაიზარდა. ქვეყანაში 6 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.