მე გადავაბიჯე დღეს ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისთვის-გამყრელიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141741 მე გადავაბიჯე დღეს ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისთვის-განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. " ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი ყოველთვის, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, თუმცა, არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისთვის ქვეყნის და ხალხის წინაშე, მოვუწოდე მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ სხვა ფორმატში. საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა, არ მოვსწრებივართ მსგავს პანდემიას. ერთი იარაღია მარტო, ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილას, იქნება ეს სახლში, სხვაგან სადმე თუ ჩვენთვის ყველასთვის სალოცავ ტაძრებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, ეს ოთხი დღე კრიტიკულია ქვეყნისთვის, მომავალი ასევე 7 დღე, ჩვენთვის განსაკუთრებულად დიდი ბრწყინვალე შვიდეულის დღეები, როცა ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და ვაგებდით მათ ხსოვნას პატივს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ იმისთვის, რომ არ დაგვემართოს ის, რაც სხვა ქვეყნებს დაემართათ. სადაც ასეულობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, "-განაცხადა გამყრელიძემ.
0