გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი-იმნაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141742 გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. ამასთან იმნაძემ თქვა რომ, საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირება, რადგან საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა. „სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა. ისინი ჩვენს გვერდით არიან და ისინი ჩვენ შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება მოვერიდოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ვინც აუცილებელ სამსახურში არიან, უნდა გააგრძელონ სამსახური, მაგრამ როდესაც ისინი ოჯახებში ბრუნდებიან, უნდა მოერიდონ თავისი ოჯახის წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, ეს არის სოციალური დისტანცირება. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ! ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა იმნაძემ.
0